Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მისაღებად თსუს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთ­ნო­ლოგიაში ან ფოლკლორისტიკაში. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტები:

1.1.2020-2021 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.

1.2.ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეც­ნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში. 

1.3. მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.

1.4. განცხადება.

საბუთები მიიღება 2021 წლის 9 აგვისტოდან 2021 წლის 16 აგვისტომდე არაუგვიანეს 17:00 საათისა ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  pavlika.jagunava@tsu.ge (საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა)

იხ. დეკანის ბრძანება.